უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის იარაღს გადასცემენ, "რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვთ".
"მე არ განვიხილავ ვარიანტს, რომ ჩვენი პარტნიორები არ გადმოგვცემენ იარაღს, რომელსაც დაგვპირდნენ. ამას არ განვიხილავ. მათ არ აქვთ ალტერნატივა. ამის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს, რომ ჩვენი ტერიტორიები უკან დავიბრუნოთ...არ გვექნება სახელმწიფო და არ გვეყოლება ხალხი - ყველაფერი გადაბუგული იქნება. ასეთ ალტერნატივას არ განვიხილავ", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.